Monday, December 8, 2014
მერვე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, დავასრულეთ სასწავლო პროცედურებზე მუშაობა. პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ დრაივზე.
Saturday, December 6, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, სადაც შევავსეთ შემდეგი პუნქტები:საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო პროცედურები.
Thursday, December 4, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია.გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და დავაკომენტარეთ ერთმანეთის ნამუშევრები.ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა და გვერდების ჩამატება საკუთარე ბლოგზე. საინტერესო დღე იყო.
Saturday, November 29, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ აქამდე ნასწავლი მასალის გამეორებით.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე, ბლოგზე დავწერეთ და დავაკომენტარეთ. ვიმუშავეთ შფასების დროის ჩარჩოზე.და ბოლოს დავიწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა ჩემ სასწავლო პროექტზე.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
- როგორია ადამიანის ყოველდღიური რაციონი?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი საკვები ჩვენი ორგანიზმისთვის?
- რა მოსდის ჩვენს ორგანიზმს არაჯანსაღი საკვების მიღებისას?ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ინგლისურ ენაზე, გამოიყენეთ შესაბამისი გრამატიკული დრო და ლექსიკური მარაგი.
- დაასახალეთ ინგლისური სიტყვები, რომელიც ჯანსაღ საკვეებს აღწერს.
- დაასახელეთ Fast food-ში დამზადებული საკვები ინგლისურ ენაზე
- რომელ გრამატიკულ დროსა და ფრაზულ ზმნებს გამოიყენებენ მოსწავლეები კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას?
Thursday, November 27, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით,დავხვეწეთ ჩვენი პროექტის იდეა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება. შევაფასეთ და კომენტარი გავუკეთეთ ერთმანეთის საპროექტო იდეებს. ჩვენ საკუთარ ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პროექტის მიზნები და ამოცანები.
მოსწავლეები შეძლებენ:
- ინგლისური ენის გამოყენებასპროექტის ყველა
ასპექტში
- ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისთვის
საჭირბოროტო საკითხებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და გააერთიანონ სხვადასხვა
წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია
მიზნების და აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ.
- გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული
და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი
მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად. პრეზენტაციის შექმნა
Tuesday, November 25, 2014
მეორე დღის რეფლექსია
დღეს იყო ძალიან საინტერესო დღე. ერთმანთს გავაცანით საპროექტო თემის იდეები.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მისი გამოყენება. განვათავსე ჩემი პირველი პოსტი ინტერნეტ სივრცეში.შევქმენი ჩემი საკუთარი პორტფოლიო.შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. ცოტა დავიღალე მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ.
ჩემი პროექტის იდეა
ჯანსაღი
საკვები დღეს ყველასთვის აქტუალური თემაა, რადგან ბევრი გენმოდიფიცირებული
საკვებია. მოსწავლეები გაეცნობიან ჯანსაღი საკვების შესახებ ინფორმაციას
ინტერნეტის საშუალებით და ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას. აგრეთვე იმსჯელებენ
რომელია ჯანსაღი საკვები და რომელი არა.მოსწავლეები გამოიყენებენ სპეციალურ
ელექტრონულ ცხრილს ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების დასახარისხებლად.
Subscribe to:
Posts (Atom)